saqarTvelos myinvarebi - gvandris myinvari

ტერიტორიული ერთეული გულრიფშის მუნიციპალიტეტი
ქედი აფხაზეთის კავკასიონი
კოორდინატები 43°06`48` ჩ. გ. 41°50`06` ა. გ.
ტიპი ხეობური
სიგრძე 1,3 კმ
ფართობი 0,6 კმ²
ზ. დ. 3100 მ

 

ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს  კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარე კოდორის აუზში. სიგრძე 1,3 კმ, ფართობი 0,6 კმ². ფირნის საზღვრის სიმაღლეა ზღვის დონიდან 3100 მ, მყინვარის ენისა - 2730 მ. ასაზრდოებს მდინარე გვანდრას.